ირანში მორწმუნეები სალოცავების ზედაპირებს ლოკავენ – „არ გვანაღვლებს თუ კორონავირუსი დაგვემართება ან გავავრცელებთ“ (ვიდეო)

ირანს კორონვირუსის გავრცელების შეჩერებაში შესაბამისი ძალისხმევის არგამოყენებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულის მიზეზი კი გახდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ლოკავს მორწმუნე სალოცავის ჭიშკარსა და გალავანს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება, ხელისუფლება საზოგადოებას მოუწოდებს თავი მოარიდოს თავშეყრის ადგილებს. ამის გამო დაკეტილია სკოლები, უნივერსიტეტები და სპორტული ცენტრები.

მაგრამ მორწმუნე საზოგადოება უარს აცხადებს სალოცავების დაკეტვაზე. გავრცელებულ ვიდეოში კი მორწმუნეები, რომლებიც სალოცვის სხვადასხვა ზედაპირს ლოკავენ, აცხადებენ, რომ „მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება“. მათი თქმით, არც ის ანაღვლებთ თუ ვირუსით დაავადდებიან. შეგახსენებთ, რომ ირანში გარდაცვლილთა რაოდენობამ 54–ს მიაღწია.

https://youtu.be/9IV7gUfMeLc

კომენტარები

სხვა სიახლეები