ირანში ციფრულ სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით ასაკის დადასტურების სისტემის დანერგვას გეგმავენ. ახალი მექანიზმის მიზანს ბავშვებისთვის მათი ასაკისთვის შეუფერებელ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა წარმოადგენს.
ამის შესახებ ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე — „ბავშვების დაცვა ციფრულ გარემოში: თანამედროვე მიდგომები და თანამშრომლობა“ — ირანის პრეზიდენტის ქალიშვილმა, ზაჰრა პაშეკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ირანის კანონმდებლობა ონლაინ შევიწროებასა და არასრულწლოვანთა პირად ცხოვრებაში ჩარევას სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ასაკის დადასტურების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რათა ბავშვებს არასათანადო შინაარსზე წვდომა შეეზღუდოთ.
ზაჰრა პეზეშკიანის განცხადებითვე, მშობლებს სპეციალური მეთვალყურეობის პროგრამებითა და კონტროლის საშუალებებით უზრუნველყოფენ, რაც ბავშვების ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.