“ირანელი პრინცესების” საიდუმლოს ფარდა აეხადა: ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში

სოციალურ ქსელში ირანელი მთავრის, ნასერ ად-დინ შახ კაჯარის ჰარემის ფოტო გამოქვეყნდა. ყველას აინტერესებს, ნუთუ ასე გამოიყურებოდნენ ჰარემის ლამაზმანები?
შახ კაჯარი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. როგორც ამბობენ, თავად იღებდა და ამჟღავნებდა ფოტოებს. ნახვით კი არავის აჩვენებდა.

შარიათის კანონის თანახმად, ადამიანისთვის ფოტოს გადაღება არ შეიძლება, განსაკუთრებით, ქალებისთვის, მაგრამ შახს ყველაფრის უფლება ჰქონდა. საინტერესო სხვა ფაქტია. ნუთუ ჰარემში მართლა ჰყავდათ ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, ულამაზო ქალები?

სინამდვილეში, ფოტოებზე არც პრინცესები, არც შეიხის ცოლები და არც… ქალები არ არიან გამოსახულნი.

ესენი შახის თეატრის მსახიობები არიან. პიესებში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ, რადგან 1917 წლამდე ირანში ქალებს სცენაზე გამოსვლა აკრძალული ჰქონდათ. ფოტოზე გამოსახული “ირანელი პრინცესები”  შახის ჰარემიდან არიან, ოღონდ თეატრალური დადგმის.

წყარო:http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები