ირაკლი ოქრუაშვილი: წავედი მწყემსებთან საქეიფო ტურში – სუფრაზე იქნება მიშას გინება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:„წავედი მწყემსებთან ათდღიან საქეიფო ტურში. სუფრაზე მეტწილად იქნება გორული მწვანე, ბატკნის ტოლმა, თელაველი პასტუხიჩების მოგუდული მრავალჟამიერი და ბიძინას და მიშას ხმამაღალი გინება. სომხები და ოსები ბატკნის ტოლმას ნუ დაიჩემებთ, დაპატენტებული მაქვს.
P.S. რას უძლებს ჩემი ღვიძლი და გონება…
P.S.S. გორელების კითხვაზე თუ რატომ დაუჭირა ჩემი ფრაქციის ორმა წევრმა მეტრეველმა და ამბოკაძემ გორის სოფლად გადაქცევას მხარი, პასუხი ასეთია: როდესაც თავში ჭკუა არ გაქვს, ქალაქში ავტორიტეტი, გულში ნამუსი და ჯიბეში ფული ყველაფერზე მოაწერ ხელს“, – წერს ოქრუაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები