მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ახალ ფილმში – “Now Is Everything” ამერიკელ მსახიობთან, ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს. მსახიობმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ენტონი ჰოპკინსთან ერთად არის გადაღებული. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ფილმის გადაღებები დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვირიკაძეს პოპულარობა ქართულმა ფილმმა – “მძევლები” მოუტანა, სადაც ის გეგა კობახიძის როლს ასრულებს.
Prev Post
სხვა სიახლეები