ნათია ფანჯიკიძემ, სოციალურ ქსელში ირაკლი ალასანიას და ფერადკანიანი რეპერის, “E-40-ს” ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.
“სანამ მე აქ ჩიტოსანთა ცენტრის გაუმჯობესებაზე და დარგში ინოვაციების დანერგვაზე ვფიქრობ, ჩემი შვილების ახლო ნათესავი, სან ფრანცისკოში რეპავს და მაშურებს. ხმოვან მესიჯად გავუგზავნე ჩემი სოლო ჩართვა – არა ვარ შურიანი, მე ვარ საქმიანი, იეეე, იეეე” – წერს ნათია ფანჯიკიძე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მუშაობას ბიზნეს-სექტორში გააგრძელებს. მომხიბვლელი ქართველი პოლიტიკოსი, ახლა ამერიკაში იმყოფება და როგორც ჩანს, არც გართობაზე ამბობს უარს. ცნობილია, რომ მას ძალიან უყვარს რეპ-მუსიკა.
Next Post
სხვა სიახლეები