იოკო ონო აცხადებდა, რომ მას და ჰილარი კლინტონს “ინტიმური რომანი“ ჰქონდათ

ჯონ ლენონის ქვრივმა, მსახიობმა იოკო ონომ გასული წლის 9 მაისს, ლოს-ანჟელესში გაკეთებული განცხადებით მსოფლიო შოკში ჩააგდო.
ჟურნალისტის კითხვაზე – თუ რას ფიქრობს იგი ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიასა და იმაზე თუ რა შანსები ჰქონდა კლინტონს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, მსახიობმა განაცხადა, რომ მას არაერთხელ უნახავს აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო აქციებზე და 70-იან წლებში “ინტიმური რომანი“ ჰქონდა ჰილარი კლინტონთან.
“ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ნიუ-იორკში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს და ეს შეხვედრები ძალიან ინტიმურ შეხვედრებში გადაიზარდა. ჩვენ ვიზიარებდით პრინციპებს სქესთა თანასწორობის შესახებ, გამოვდიოდით ავტორიტარული პატრიარქატის წინააღმდეგ, სადაც მამაკაცები უპირობოდ ბატონობენ“, – განმარტა ონომ.
როგორც ონომ აღნიშნა, მას და ჰილარი კლინტონს რომანი იმ დროს ჰქონდათ, როცა ონო ჯონ ლენონთან ერთად მანჰეტენზე ცხოვრობდა, ჰილარი კლინტონი კი იელის უნივერსიტეტში სწავლობდა.
„თუმცა მალე ეს კავშირები გაწყდა. მოხარული ვარ, რომ მისი საქმეები ასე კარგად მიდის და წარმატებას ვუსურვებ მას საარჩევნო კამპანიაში,” – განაცხადა იოკო ონომ.
ჯონ ლენონის ქვრივმა ასევე განაცხადა, რომ ჰილარის გამარჯვება დიდი წარმატება იქნება ქალთა უფლებებისა და LGBT მოძრაობების უფლებათა დაცვის საქმეში.

კომენტარები

სხვა სიახლეები