„ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მაშველებს დახმარება დასჭირდათ, არასწორად გავრცელდა“

დღეს, სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაშველებმა 13 წლის გოგონა გადაარჩინეს, თავად კი დახმარება დასჭირდათ, კატეგორილად უარყვეს როგორც სამაშველო სამსახურში, ასევე ურეკის გამგებლის წარმომადგენელმა – დავით რობაქიძემ.
გურიის სამაშველო სამსახურის უფროსის ბესო ჩხაიძის განცხადებით, გოგონას გადარჩენის სამაშველო ოპორაციისას მაშველებს საფრთხე არ შექმნიათ.

“არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს მაშველებს დახმარება დასჭირდათ. 13 წლის გოგონას გადარჩენა მოვახერხეთ, მაგრამ ამით არც ერთ მაშველს საფრთხე არ შექმნია. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე სამაშველო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო, რადგან დამსვენებლებს არ ესმით, რომ ზღვაში, სიღრმეში არ უნდა შეცურონ. ხშირად რამდენიმე ოპერაციის ჩატარება ერთდროულად ხდება საჭირო. ამიტომ, დამსვენებლებმა, გადაწყვიტეს ჩაერთონ ამ ოპერაციებში და ეს მოხდა დღესაც. როცა ბავშვი იხრჩობოდა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.”

დავით რობაქიძე, გამგებლის წარმომადგენელი ურეკში:

“სააგენტოებმა არასწორად გააშუქეს ინფორმაცია. ისინი წერდნენ, რომ მაშველები იხრჩობოდნენ და მათ დასჭირდათ დახმარება, რაც ტყუილია და ასე არ ყოფილა. იყო დიდი დინება, სამაშველო ბაწრის სიგრძე კი საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მოზარდს მისწვდომოდა, ამიტომ გახდა საჭირო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება, რადგან ბაწარი დაგრძელებულიყო” – განაცხადა გამგებლის წარმომადგენელიმა.

წყარო: http://newposts.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები