ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტის ფაილს ,,დამპალი” დაარქვეს და ელფოსტაზე გაუგზავნეს – “ასე თუ იხსენიებენ პაციენტებს, დარწმუნებული ვარ ამათი მკურნალობის სანდოობაშიც”

ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტის ფაილს ,,დამპალი” დაარქვეს და პაციენტის შვილს ელფოსტაზე გაუგზავნეს. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანკა ანდღულაძე ერთ-ერთ ,,ფეისბუქჯგუფში” წერს.

,,2 დღის წინ მშობლები მყავდა ინფექციურ საავადმყოფოში, ექიმთან გვჭირდებოდა კონსულტაცია და ჩავაბარეთ ანალიზები, დავტოვე ელ.ფოსტა, სადაც პასუხები უნდა მიმეღო. ვინაიდან ჩემ გარეშე მშობლები ვერ მივიდოდნენ ასაღებად, მე კი ვმუშაობ და, მოგეხსენებათ, არაა მარტივი კვირაში 7-ჯერ გათავისუფლების თხოვნა.

მოკლედ, ჯერ სულ ძალით ჩავაწერინე მეილი, აქ მოხვალ და აიღებო, ამას აწვებოდნენ, მერე, როგორც იქნა, დამთანხმდნენ. იმ დღეს, 2 საათში უნდა ყოფილიყო პასუხი, მომივიდა მართლაც და აღმოჩნდა სხვა პაციენტის, მივწერე, დავურეკე და ვერ დავაჯერე, მაგრამ კარგი, ვნახავთო (მომიშორეს თავიდან). მას შემდეგ კიდევ რომ არ გამომიგზავნეს, ვრეკე, ვიხვეწე ჩემი პასუხები და 3 დღის შემდეგ მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს, რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ. სასტიკად გაღიზიანებული ვარ, თან ძალიან მეცინება. ასე თუ იხსენიებენ პაციენტებს, დარწმუნებული ვარ ამათი მკურნალობის სანდოობაშიც,” – წერს ანკა ანდღულაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები