- BE.GE ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ინტერნეტ მაღაზიაა, რომელიც 2013 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დასახელების პროდუქტის მიწოდებას.
ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია 25 000-მდე პროდუქტი (საოჯახო და კომპიუტერული ტექნიკა, ფოტო-ვიდეო ტექნიკა, მობილურები, ჭურჭელი, სარეცხი მანქანები, გაზის გამათბობლები, კონდიციონერები და სხვა), რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და მუდმივად განახლებას ექვემდებარება.
პროდუქციაზე ვრცელდება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია. საგარანტიო მომსახურება ავტორიზირებული სერვის ცენტრებით, უზრუნველყოფილია მომხმარებლის მიერ წარდგენილი საგარანტიო ტალონის საფუძველზე, რომელიც არ უნდა იყოს დაზიანებული და აუცილებელად უნდა შეიცავდეს გაყიდვის თარიღსა და ონლაინ მაღაზიის ბეჭედს.
თბილისის მასშტაბით მოქმედებს პროდუქტის მიწოდების უფასო სერვისი, რეგიონების მასშტაბით კი ეს მომსახურება ხორციელდება ხელმისაწვდომ ფასად.
ონლაინ მაღაზიაში მოქმედებს გადახდის მარტივი და მრავალფეროვანი მეთოდები – თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ნაღდი ანგარიშსწორებით, გადარიცხვით ან ბარათის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განვადების გაფორმება გირჩევნიათ, შეგიძლიათ მოქნილი და მოსახერხებელი განვადების სისტემით სარგებლობა: სახლიდან გაუსვლელად თქვენ სხვადასხვა დანიშნულების საოჯახო ტექნიკის არა მხოლოდ შეკვეთასა და შეძენას, არამედ ონლაინ განვადებით სარგებლობასაც შეძლებთ. ამჟამად, http://www.be.ge/საქართველოს სამ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. ჩვენი პარტნიორები არიან: ბანკი “რესპუბლიკა”, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი და TBC ბანკი. გარდა ამისა, ონლაინ განვადება შეგიძლიათ CrediTech-შიც გააფორმოთ.
R
სხვა სიახლეები