ინტერნეტში „ქურთი სტალინი“ გამოჩნდა

 სოციალურ ქსელში „ქურთი სტალინი“ გამოჩნდა. ასე მას საბჭოთა კავშირის ლიდერთან მსგავსების გამო მოიხსენიებენ. სინამდვილეში კი ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ქურთისტანის სამხედრო პირი და პარტია „თავისუფალი ქურთისტანის“ გენერალური მდივანი პეშმერგა ხუსეინ იაზდანპანია. ინტერნეტმომხმარებლების განსაკუთრებული ყურადღება მისმა ვარცხნილობამ და ულვაშებმა მიიპყრო. „ქურთისტანის არმიას შეუძლია მისვლა ბერლინამდე“, – წერს სოციალურ ქსელ ტვიტერში ერთ-ერთი მომხმარებელი. „ის დაბრუნდა“- წერს კიდევ ერთი მომხმარებელი. ისინი აღნიშნავენ, რომ ერაყის ქურთისტანის სამხედრო ძალების მეთაური არა მარტო გარეგნულად, არამედ ხასიათითაც ჰგავს სტალინს. „ის არასდროს ნებდება მტერს, ის მას ანადგურებს“მ – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

კომენტარები

სხვა სიახლეები