გამოცემა georgianjournal.ge ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) „ყველა ვარსკვლავის“ თამაშში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კალათბურთელს – ზაზა ფაჩულიას აძლევს ხმას. გამოცემა წერს, რომ ფოტო, სავარაუდოდ, ფაჩულიას ფანებმა ფოტოშოპში გააკეთეს.
ცნობისთვის, ზაზა ფაჩულიამ ბოლო დღეებში „ყველა ვარსკვლავის“ ინტერნეტრეიტინგში მნიშვნელოვნად წაიწია წინ და ის ამჟამად მე-8 პოზიციაზეა.
Next Post
სხვა სიახლეები