eBay-ის ინტერნეტ-აუქციონზე გამოჩნდა და შემდეგ წაიშალა განცხადება პრინცი ფილიპეს მანქანის ნაწილების გაყიდვის შესახებ.
გამყიდველი ამტკიცებდა, რომ ეს ნაწილები პრინცი ფილიპეს იმ მანქანისგან, რომელიც ავარიაში ახლახან მოყვა. როგორც ცნობილია, დედოფალ ელიზაბეტის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი 17 იანვარს, ნორფოლკში ავარიაში მოყვა.
გამყიდველი, ნიკით morbius777, ირწმუნებოდა, რომ ნამსხვრევებზე შესაძლოა პრინც ფილიპეს დნმ-იც ყოფილიყო, თუკი ვინმეს მისი კლონის შექმნა მოუნდება მომავალში, ეს დნმ სწორედ ამაში დაეხმარება.
გამყიდველი, ასევე აცხადებდა, რომ ნამსხვრევების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია Cancer Research UK-ს მოხმარდებოდა. ლოტის საფასური 139-ჯერ გაიზარდა და საბოლოოდ 65 900 ფუნტს (85 ათასი დოლარი) მიაღწია.
eBay-ს წარმომადგენლის განცხადებით, ლოტის ჩახსნა აუქციონიდან იმის გამო მოხდა, რომ კომპანიის წესებით აკრძალულია ადამიანურ ტრაგედიებზე და განსაცდელზე ფულის კეთება.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები