ინტერნეტი ბევრისთვის სექსზე მნიშვნელოვანია

როგორც ჩანს, ინტერნეტ-დამოკიდებულების პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველი კომპანია iPass-ის თანამშრომლებს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 1700 მცხოვრების გამოკითხვის შედეგებმა მისცა. რესპონდენტებმა ისაუბრეს სოციალურ ქსელებში შესვლის სიხშირეზე, საკუთარ პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე, ასევე შეაფასეს მობილურ ინტერნეტზე დამოკიდებულების დონე.
გამოკითხულთა 40%-მა Wi-Fi დაასახელა საკუთარი დღის განუყოფელ ნაწილად, 37% აირჩია სექსი, 14% – შოკოლადი, ხოლო 9% – ალკოჰოლი. გამოკითხულთა დაახლოებით სამი მეოთხედის განცხადებით, Wi-Fi -ის დახმარებით მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდა. გარდა ამისა, Wi-Fi-ის არსებობა ერთ-ერთი კრიტერიუმია მოგზაურობის დაგეგმვისას.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ინტერნეტ-დამოკიდებულება დაკავშირებულია დეპრესიასთან, შფოთთან და იმპულსურობასთან. ასევე, ის აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციას. ამასთან, ქსელებში მუდმივად ყოფნა სოციალურად მისაღებია.

წყარო:MKURNALI.GE

კომენტარები

სხვა სიახლეები