“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია „ტელეიმედის“ ჟურნალისტი მარიამო ჯანელიძე:
– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?
– მთელი ბავშვობა ველოსიპედით დავდიოდი. მე და ჩემმა ძმამ ერთადვისწავლეთ ტარება. როგორც მახსოვს, ერთმანეთს ვეხმარებოდით. ხშირადვრისკავდი ხოლმე – ხან წინა საბურავს ჰაერში ვწევდი, ხანამაღლებულ ადგილას ვხტებოდი, რაც უმეტესად დამტვრევითმთავრდებოდა, თუმცა არ ვნებდებოდი. ახლა დიდი ხანია აღარმიტარებია, მსგავსი სპორტული აქტივობებიდან მხოლოდ თხილამურს ვცნობ დაყოველ ზამთარს ვსრიალებ.
– ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?
– სამწუხაროდ,ცურვა არ ვიცი.
– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი?
– დენდი.
– მუსიკას რისი საშუალებით უსმენდით?
– სონის ვოქმენი მაჩუქა ბიძაჩემმა, რომელშიც დისკი უნდა ჩაგედო. სკოლამდეგზაში და ხშირად გაკვეთილებზეც ამით ვუსმენდი. სახლში მუსიკალური ცენტრიმქონდა და უმეტესად რადიოს ვრთავდი. მერე საყვარელ სიმღერებს კასეტებზევიწერდი, ორი ღილაკისთვის ერთდროულად უნდა დაგეჭირა, გემახსოვრებათთქვენც.
– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?
–Teddy Bear მახსენდება, მთელი ბავშვობა საწოლზე მედო. ისე, იშვიათად ვთამაშობდისათამაშოებით.
– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ?
– კერძი არ არის, მაგრამ ტაფაზე გახუხულ თონის პურზე გადასმული კარაქი – ესარის გემო, რომელიც ბავშვობასთან ასოცირდება და დიდიხანია არ მიჭამია.
– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს?
– არასდროს არაფერს მიკრძალავდნენ, ჩემი მშობლებისთვის ყოველთვისმნიშვნელოვანი იყო ჩემი და ჩემი ძმის სურვილები. ერთადერთი, რაცმახსენდება,ეს იყო შოკოლადთან ერთად კოკა-კოლის დალევა, რასაც ჩემს შვილსაც ვუკრძალავ.
– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?
– პეპი გრძელი წინდა, ზუსტად მასავით მეძინა ხოლმე- ფეხები ბალიშზე.
– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?
– უი, ნამდვილად არ მახსოვს. პირველად წიგნი რომ დიდი მეჩვენა, ეს იყო გამოცემა, სადაც პეპი და კარლსონი ერთად იყო დაბეჭდილი. სხვათაშორის, დედაჩემის ბავშვობისდროინდელი, მაგრამ იმდენად მომეწონა ორივე ტექსტი, რომ ზომა აღარ მახსოვდა და, ალბათ, იქვე გადავლახე სქელტანიანი წიგნებისშიში, არასდროს ვუყურებ ზომას (თუ მოსწრებაზე არ ვარ).
– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?
– წიგნი იყო ეთელ ვოინიჩის „კრაზანა“. მულტფილმი – The Lion King.
– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?
– არ მქონია.
– რა ასაკიდან გახსოვთ საკუთარი თავი და რა არის თქვენი პირველი მოგონება?
– პირველი, რაც მახსენდება, ეს არის სკოლის დირექტორთან შეხვედრა, როცა პირველკლასში უნდა შევსულიყავი.
– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?
– ალბათ, ჩაძირობანა და ქალაქობანა, ყველაზე ხშირად ამ ორ თამაშსვთამაშობდით მე და ჩემი ძმა.
– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?
– სკოლაში სიარული ძალიან მიყვარდა და როგორც უკვე ვთქვი, არაფერსმიკრძალავდნენ, ამიტომ, როცა გაცდენა მინდოდა, სახლშიც ვამბობდი.
– არც საშინაო დავალების უქონლობის გამო არ გითქვამთ ტყუილი?
– საშინლად არ მიყვარდა ტყუილები, ამიტომ უმეტესად ვამბობდი, რომ ვერგავაკეთე ან ვერ მოვასწარი.
– ამოჩემებული კაბა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?
– მახსოვს, რომ ძალიან მიყვარდა იასამნისფერი ყვავილებიანი კაბა, რომელიც იმფოტოზე მაცვია, სადაც ჩემს ძმასთან ერთად ვარ.
– დედის კოსმეტიკა, სამკაულები ან ტანსაცმელი ხშირად მოგირგიათ?
– ალბათ, ყველაზე ნაკლებად ვიყავი ისეთი ბავშვი, სარკესთან რომ იპრანჭება. ახლა ხშირად ვირგებ ხოლმე დედაჩემის ტანსაცმელს, ბავშვობაში არმახსენდება.
– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?
– როცა შუქი არ იყო, მე და ჩემი ძმა ხშირად ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ვინ უფრომეტი ლექსი იცოდა ზეპირად. ძალიან გვიყვარდა საყვარელი ლექსებისდაზეპირება, მაგრამ არასდროს უთხოვიათ, რომ სუფრაზე გამოთქმით წამეკითხა(მადლობა ამისთვის ჩემს მშობლებს ). დიდი ალბათობით, არც წავიკითხავდი, მაგრამ მეეჭვება, თან დავმალულიყავი.
– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?
ფორტეპიანოზე ჩემი მოთხოვნით დავდიოდი და მას შემდეგ, რაცმასწავლებელმა უხეშად მიყვირა და ხელზე დამარტყა, ფეხიც აღარ მიმიდგამსიქ. საკუთარი სურვილითვე შევედი ცეკვაზე და ბევრი წელიც ვიარე.
– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?
– ალბათ, უფრო ბუნტისთავი.