„ინსტაგრამში“ შეიძლება, კარაოკეს ფუნქცია გაჩნდეს

სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ კარაოკეს ანალოგიური ფუნქციის ტესტირება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინსაიდერმა და ექსპერტმა, ჯეინ მანჩუნ ვონგმა განაცხადა. მისი თქმით, თუკი ვიდეოში არის მუსიკა, მომხმარებელი ტექსტს ეკრანზე დაინახავს. ვონგის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ამ ფუნქციის ტესტირება ხდება.
ასევე, ექსპერტი წერს, რომ პირად მიმოწერაში შესაძლოა, სტიკერები გაჩნდეს. ახლა ისინი მხოლოდ ამ სოციალური ქსელის „სთორიში“ არის ხელმისაწვდომი.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ „ინსტაგრამიდან“ შესაძლოა, „ლაიქები“ გააქრონ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მომხმარებლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

კომენტარები

სხვა სიახლეები