“ინსტაგრამზე” ფოტოების მოწონების რაოდენობა აღარ გამოჩნდება

“ინ­სტაგ­რა­მი“ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მო­წო­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და­მა­ლავს, BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის – ავ­სტრა­ლი­ა­სა და ია­პო­ნი­ა­ში. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზა­ნია, მომ­ხმა­რებ­ლებს და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­უხ­სნან, რად­გან გაჩ­ნდა ეჭვი, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პლატ­ფორ­მე­ბი მო­წო­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დე­ბს.
საც­დე­ლი კამ­პა­ნია დღე­ი­დან და­ი­წყო. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფო­ტოს ქვეშ რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­თან ერ­თად „და სხვე­ბი“-ს და­ი­ნა­ხა­ვენ. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა BBC-სთან გა­ნა­ცხა­დეს, რომ მსგავ­სი საც­დე­ლი კამ­პა­ნია მა­ის­ში ავ­სტრა­ლი­ა­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში, ირ­ლან­დი­ა­ში, იტა­ლი­ა­სა და ბრა­ზი­ლი­ა­შიც ჩა­ა­ტა­რეს. ისი­ნი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ „ლა­ი­ქებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტრე­სი მო­იხ­სნე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან არა მო­წო­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, არა­მედ – სა­კუ­თა­რი ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა­ზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები