ინდოელმა მოქანდაკემ სურარსტან პატნაიკმა სილისგან ეგვიპტეში ჩამოვარდნილი აეროპუსის კატასტროფის ქანდაკება შექმნა. ფოტო მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. ქანდაკებაზე გამოსახულია სილაში ჩავარდნილი თვითმფრინავი და გარდაცვლილი ბავშვი, რომელიც თვითმფრინავის გვერდით წევს. მომხმარებლები გარდაცვლილი ბავშვის პოზაზე ამახვილებენ ყურადღებას. ის თურქეთის სანაპიროსთან ნაპოვნი გარდაცვლილი მიგრანტის ანალოგიურია. ამით მხატვარი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში მრავალი უდანაშუალო ბავშვი იღუპება. მხატვრის თქმით, ის გლოვობს ამ ტრაგედიის გამო. სურარსტან პატნაი დაღუპულების ნათესავებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.