ინდოეთში მაიმუნების ჯგუფი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს თავს დაესხა. მათ Covid-19-ით ინფიცირებულთა სისხლის ანალიზის ნიმუშები გაიტაცეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია შემთხვევა მიმდინარე კვირას მოხდა, როდესაც ლაბორატორიის თანამშრომელი მეერუტის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯში მიდიოდა.
„მაიმუნებმა აიღეს და გაიტაცეს კორონავირუსით ინფიცირებული 4 ადამიანის სისხლის ანალიზის ნიმუში.
ეს ადამიანები მკურნალობას გადიან და მათ ანალიზებს თავიდან ავუღებთ“, – განაცხადა ექიმმა გარგმა.