ინდოეთში კომპიუტერმა ძროხას მისაღები გამოცდების ჩაბარების უფლება მისცა

ქაშმირის ინდურ ნაწილში მისაღები გამოცდების ადგილობრივი კომისია სოციალური ქსელებში მომხმარებელთა დაცინვის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც სტუდენტის ოფიციალური საბუთი ძროხას მისცა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ეს ცნობა გაცემულია სახელზე „კაჩირ გაუ“, რაც ადგილობრივ ენაზე ყავისფერ ძროხას ნიშნავს. ამ დოკუმენტის მიხედვით, „კაჩირ გაუ“ „გურ დანდას“, ანუ ხარის შვილია. მოწმობაში ძროხის ფოტოსურათიც არის ნაჩვენები. ამ საბუთის მფლობელს კოლეჯში მისაღები გამოცდების ჩაბარების უფლება ეძლევა. მისაღები კომისიის წარმომადგენლის თქმით, ეს პროცესი მთლიანად არის კომპიუტერიზებული, ხოლო კომპიუტერს ადამიანის და ცხოველის ერთმანეთისგან გარჩევა არ შეუძლია. მათ ასევე განაცხადეს, რომ ეს ტროლინგის ოსტატების გაკეტებულია, რომლებიც კანონით დაისჯებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები