ინდოეთის ქ. ტრისურში 18 ათასი სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი შეიკრიბა. გინესების რეკორდების წიგნში ინდოეთი პირველი ქვეყანაა, სადაც ასეთი რაოდენობის სანტა კლაუსი ერთად შეგროვდა. დღის ბოლოს სანტა კლაუსები ქალაქში დანაწილდნენ. ისინი მოსახლეობის საახალწლო განწყობაზე ზრუნავდნენ და გარშემომყოფებს სხვადასხვა საჩუქრებს ურიგებდნენ.