ინდირა ჯგერნაია ჟურნალისტებს მიმართავს – ნუ მაიძულებთ, სასამართლოებში ვირბინო

მომღერალი ინდირა ჯგერნაია სოციალური ქსელით ჟურნალისტებს მიმართავს და მათ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას სთხოვს. „ჟურნალისტების გასაგონად! არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავეთ, ან ჩემთან გადაამოწმეთ. ვიღაც ბოროტად მეხუმრება, ვისაც ჩემი ეს მდგომარეობა არ უხარია, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ნუ მიმიყვანთ იმ ზომამდე, ფეხმძიმე ქალმა სასამართლოებში ვირბინო. ვიმედოვნებ, კეთილსინდისიერი ადამიანები მრავლად ვართ“, – წერს ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები