ინდაურების მწყემსი ბიჭუნა საქართველოდან (ფოტო)

“ინდაურების პატარა მწყემსი” – ასე აღწერს ფოტოგრაფი, თეიმურაზ პოპიაშვილი ფოტოს, რომელიც მან ,,ფეისბუქის,, პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
“ბევრს დადგმული ფოტო ჰგონია, მაგრამ ასე არ არის – შორს დავინახე მანქანიდან. თავიდან დარწმუნებულიც არ ვიყავი, თუ ღირდა გაჩერება; მერე წარმოსახვაში ჩავაბნელე გარემო, სილუეტად ვაქციე; წარმოვიდგინე, მთლიანი ხედის რა ნაწილი გამოჩნდებოდა 400 მმ-ან ლინზაში და… მკვეთრად დავამუხრუჭე. შედეგი კი ასეთი გამოვიდა
P.S. ინდაურების მწყემსვა  ჩვენი ბევრი მოქალაქე, აზერბაიჯანელი ბავშვის ყოველდღიურობაა”.

კომენტარები

სხვა სიახლეები