ინგლისური საგრაფო ნოტინგემშირის პოლიცია ქალი თანამშრომლების დასახმარებლად რამდენიმე სახის ზომების გატარებას გეგმავს. გამოცემა „Metro”-ს ცნობით, ეს ზომები ქალი პოლიციელებისთვის მენო-პაუზის სიმპტომების შესამსუბუქებლად გატარდება.
როგორც ირკვევა, ქალი-პოლიციელებისთვის გაიხსნება სპეციალური „ტირილის ოთახები“, სადაც ისინი ემოციების გადმოფრქვევას და უბრალოდ დასვენებას შეძლებენ. მათი სამუშაო ადგილები, საჭიროების შემთხვევაში, სამაგიდო ვენტილატორებით აღიჭურვება. ასევე, ქალ-პოლიციელებს მისცემენ უფლებას, ოფისში ტემპერატურა თავად დაარეგულირონ და ტანსაცმლის ნაწილი გაიხადონ. ამავე მიზნით, მათ კართან ან ფანჯრებთან სამუშაო ადგილებს გამოუყოფენ და მათთვის საშხაპეების ულიმიტო წვდომას უზრუნველყოფენ.
საგრაფოს პოლიციამ ამ სიახლეების შემოღება მას მერე გადაწყვიტა, რაც ერთ-ერთმა ქალმა პოლიციელმა სამუშაო პირობებს ვერ გაუძლო და სამსახურიდან წავიდა. მისი თქმით, ბევრი ქალი მიდის ძალოვანი უწყებებიდან, რადგან სამუშაო ადგილზე მენო-პაუზის სიმპტომებს ვერ უმკლავდება.
Prev Post
სხვა სიახლეები