„ტიტანიკის“ გასვლამდე ლაინერზე შედგენილი და ნაპოვნი პირველი წერილი ინგლისში, აუქციონზე გაიყიდება, – წერს უცხოური მედია.
„ტიტანიკის“ საფირმო ბლანკზე ბარათი ერთ-ერთმა მგზავრმა, პოლ დენბიმ მეუღლისთვის დაწერა. ზღვის ფსკერიდან ამოღებულ წერილში დაწვრილებით არის მოთხრობილი გემის კომფორტული პირობების შესახებ. გარდა ამისა, პოლ დენბი ადოლფ საალფელდეს ახსენებს, რომელიც პოლის მეუღლის ბიძა იყო და ასევე ლაინერზე იმყოფებოდა. ადოლფი ქიმიური ქარხნების მფლობელი იყო და გემით პარფიუმერიის რამდენიმე ნიმუში გადაჰქონდა. ასევე ფსკერიდან ამოიღეს სუნამოები. თანამედროვე პარფიუმერებმა იმ დროის სუნამოების არომატის აღდგენის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს.
შეგახსენებთ, რომ „ტიტანიკმა“ თავისი პირველი და ბოლო რეისი 1912 წლის 19 აპრილს შეასრულა. 2000-ზე მეტ მგზავრთაგან მხოლოდ ყოველმა მესამემ შეძლო გადარჩენა.
სხვა სიახლეები