ინგლისის ულამაზესი სოფლების ათეული (ფოტოკოლაჟი)

ინგლისი ცნობილია თავისი ულამაზესი სოფლებით, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს როგორც ტურისტებს, ისე ქალაქების მოსახლეობას შორის, რომლებიც სოფლებში ქალაქური ფუსფუსა, სტრესული ყოფისგან თავდასაღწევად და ულამაზესი ხედებით დასატკბობად  ჩადიან.

საოცრად მომხიბლავი ძველებური სახლები მხოლოდ ინგლისური სოფლებისთვის დამახასიათებელი სახურავებით (Thatchedroofs – ჩალის/ლერწმის სახურავი), ულამაზესი, ყოველთვის კარგად მოვლილი ბაღები და ბოსტნები, უზარმაზარი ტყეები, მდინარეები, ტბები…

მე პირადად იმდენად მომწონს ინგლისური სოფლების როგორც გარეგნული იერსახე, ისე ზოგადად ცხოვრების სტილი, არ დავიზარე და მიდსომერული მკვლელობების 92-ვე სერიას ვუყურე, თანაც ორჯერ! მიდსომერი გამოგონილი გეოგრაფიული დასახელებაა, თუმცა ჩემი ღრმა რწმენით, სერიალი სომერსეთის რეგიონში უნდა იყოს გადაღებული. აი იქ გადავსახლდები, რომ დავბერდები და დავჩაჩანაკდები 😉

თუ გინდათ გაიგოთ, ასე რამ გადამრია, ეწვიეთ ინგლისის 10 საუკეთესო სოფელს:

polperro

პოლპერო

ეს  სოფელი კორნუოლში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად მიიჩნევა. ვიწრო ქუჩები და შესახვევები, პატარა სიმპათიური მაღაზიები, სეირნობა ნავებით… და კიდევ თევზაობისა და კონტრაბანდის გამაოგნებელი მუზეუმი!

kalston

ქასლტონი

ეს სოფელი 1100 წელს დაარსდა და დღემდე ძალიან პოპულარულია. განსაკუთრებით ბევრი ხალხი იქ ზაფხულობით ჩადის. სოფელში უამრავი ღირშესანიშნაობაა, მაგალითად, ციხესიმაგრე ფევერილი, შახტა ოდინი, ოთხი გამოქვაბული და სხვ. სოფელს გარს აკრავს მთიანი მიდამოები, სადაც უამრავი საცალფეხო ბილიკი და დასასვენებელი კოტეჯია.

Castle Combe 19-7-2005

ქომბი

ამ სოფელს ხშირად უწოდებენ ინგლისის ულამაზეს სოფელს. მისი მთავარი ღირშესანიშნაობა ციხე-სიმაგრეა. სოფელი განლაგებულია უილთშირში, ნაციონალური ნაკრძალის ტერიტორიაზე, სადაც უამრავი გარეული ფრინველი ბინადრობს.

bilbery

ქოთსუოლდი

ეს სოფელი, რომელიც გლოსთერშირში მდებარეობს, მხატვარმა უილიამ მორისმა აღწერა, როგორც „ინგლისის ყველაზე ლამაზი სოფელი“. სოფლის მთავარ ვიწრო გზას მდინარე კოლნთან მიყავხართ, რომელსაც ულამაზესი ხიდი ამშვენებს. ქოთსუოლდი ტიპური სოფელია წმინდა მარიამის სახელობის პატარა ეკლესიით და ძველებური სახლებით, რომელთა უმეტესობაც XVII საუკუნეშია აგებული.

glovelly

ქლოვლი

ესაა კერძო სოფელი ვიწრო ქუჩებით, სადაც არ დადის არც ავტომობილი და არც მოტოციკლი. სოფელი გარშემორტყმულია ხშირი ტყეებით, საიდანაც ზღვასთანაც შეიძლება ჩასვლა. ქლოვლში სახლების უმეტესობა თეთრია. სოფელში შესვლა ფასიანია.

amberley

ემბერლი

დასავლეთ სასექსის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი მთა-გორიანი რელიეფით. განლაგებულია პატარ-პატარა გორაკებსა და ამბერლის მთას შორის უამრავი მცირე ზომის ტბებითა და ტბორებით.

lamber

ლემბერჰარსთი

მთავარი ღირშესანიშნაობაა სქოთნის ციხესიმაგრე – ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და რომანტიკული ადგილი ინგლისში. აქვეა XVIII საუკუნის დროინდელი ბაღი Sprivers Horsmonden  და სახელგანთქმული ლემბერჰარსთის ვენახი.

hawortg

ჰეუორთი

უესთ-იორკშირის ამ სოფელში არის დები ბრონტეების მუზეუმი. ისტორიულ კვარტალში ბევრი პატარა საინტერესო მაღაზია, პაბი და კაფე მუშაობს. აქვე შეიძლება ბრონტეს ცნობილი ჩანჩქერის ნახვაც.

emblsaid

ემბლსაიდი

ემბლსაიდის ახლოს არის 21 მეტრიანი ჩანჩქერი, მიმდებარე ტერიტორია კი სავსეა ნარცისებით. სოფლის მთავარ ქუჩაზე რამდენიმე პატარა ქარხანაა განლაგებული, თუმცა ემბლსაიდში მაინც ინგლისური სოფლისთვის დამახასიათებელი წყნარი ატმოსფეროა.  ემბლსაიდი კამბრიას საგრაფოს (ჩრდილო-დასავლეთ ინგლისი) ნაწილია.

Willy Lott's Cottage and Flatford Mill, Flatford

ფლეთფორდი

ეს გამაოგნებლად ლამაზი სოფელი აღმოსავლეთ ბერგჰოლთის ახლოს მდებარეობს და XVIII ასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია. აქ თვალში მოგხვდებათ კოხტა ჩალისსახურავიანი სახლები და XVI საუკუნეში აგებული ხიდი.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები