დიდი ბრიტანეთში, საგარეო საქმეთა ექსმინისტრს, ბორის ჯონსონს ცოლი გაშორდა. მეუღლემ ის მორიგ ღალატში დაადანაშაულა. ამის შესახებ გამოცემა „The Sun”-ი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ურთიერთობენ.
ბორის ჯონსონმა და მარინა უილერმა ერთად 25 წელი იცხოვრეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ჯონსონის შვილმა, ლარამ მეგობრებს უთხრა, რომ „დედა მას უკან აღარასოდეს მიიღებს“ და მამას ეგოისტი ნაძირალა უწოდა.
მარინა უილერი ღალატში ქმარს 2004 და 2010 წლებშიც ადანაშაულებდა.
სხვა სიახლეები