ინგა გრიგოლია შეყვარებულია – ვინ არის ჟურნალისტის რჩეული

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შეყვარებულია. პირად ცხოვრებაზე ტელეწამყვანმა ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა.

“ერთი ნახვით არასოდეს არავინ მიყვარდება, ყოველთვის უახლოესი მეგობრებიდან იწყებოდა ყველაფერი. დიდი ხანი მეგობრები ვიყავით, შემდეგ ეს ყველაფერი დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ძალიან ბედნიერი ვარ. მას ყველაზე კარგად ესმის, ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. ძალიან მშვიდია. ძალიან მიყვარს და იმასაც ძალიან ვუყვარვარ. ვთვლი, რომ 44 წლის ასაკში ამაზე მეტად პრესასთან აღარ უნდა ისაუბრო“, – ამბობს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, იგი დაქორწინებას არ აპირებს და მხოლოდ ერთ რამეს ნანობს.

“დაქორწინებას არ ვაპირებ. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ბევრი შვილი არ მყავს. ყველანაირი საშუალება მქონდა, 3-4 შვილი გამეზარდა და ვნანობ, რომ ეს ვერ მოვახერხე”,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები