კვირას – “იმედის კვირაში” გასული რეპორტაჟის შემდეგ ბათუმელ ლია სურმანიძის ოჯახს,რომელიც უმძიმესი ავადმყოფი შვილისთვის სამკურნალოდ აღებული იპოთეკური სესხის გამო,დღე-დღეზე სახლს კარგავდა, სრულად დაუფარეს სესხი და მევახშისგან სახლი გამოისყიდეს,რომელიც დღეიდან ისევ სურმანიძეებს ეკუთვნით.
ამის შესახებ“იმედის კვირის“ ერთ-ერთი წამყვანი ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“უბედნიერესები ვართ ამ წუთებში მთელი ჯგუფი.კვირას-,,იმედის კვირაში,, გასული რეპორტაჟის შემდეგ ბათუმელ ლია სურმანიძის ოჯახს,რომელიც უმძიმესი ავადმყოფი შვილისთვის სამკურნალოდ აღებული იპოთეკური სესხის გამო,დღე-დღეზე სახლს კარგავდა, Levan Chkhaidze-ს რეპორტაჟის შემდეგ სრულად დაუფარეს სესხი და მევახშისგან სახლი გამოისყიდეს,რომელიც დღეიდან ისევ სურმანიძეებს ეკუთვნით.ზუსტად ისე,როგორც ანორექსიით დაავადებული მარიკას შემთხვევაში,ამ უმაგრესმა ადამიანმაც,ვინც ფული გადაიხადა,აგვიკრძალა მისი სახელის ხსენება)))))მადლობა ღმერთს და მადლობა კეთილ ადამიანებს ამ ქვეყანაში,რომლებიც თურმე არცთუ ცოტანი ყოფილან“-წერს გრიგოლია.