ინგა გრიგოლიასა და სალომე ზურაბიშვილის დაპირისპირება

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა და იქვე ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიაც გააკრიტიკა.
“საზოგადოება, რომელსაც ამ ყველაფერზე რეაქცია არ აქვს და გრიგოლიას რეაქციას მისტირის,”- დაწერა ზურაბიშვილმა, რასაც ინგა გრიგოლიას მყისიერი რეაქცია მოჰყვა “FACEBOOK”-ზე.
“ოი….ოი……..ქალბატონო სალომე -გრიგოლიას ,,რეაქციაო,,??!!… ,,რეაქციის,, დახურვის რეალურ მიზეზებს საზოგადოება მალე გაიგებს,ძალიან მალე… თქვენ კი, ნუღა იტყვით ნუღარასოდეს (პრინციპში, არც არასდროს დამიჯერებია, ჩემდა საამაყოდ), რომ საერთოდ გაღელვებთ დასავლური ღირებულებები… სიტყვა… თავისუფლება და ა.შ……. დანარჩენის დაწერა მეზარება…. ჩემი საქმით თქმა მირჩევნია, ვიდრე ფბ-ზე სტატუსებით პასუხი,”- ასე უპასუხა ჟურნალისტმა პოლიტიკოს ზურაბიშვილს.
მანამდე კი, ზურაბიშვილმა ვრცელი განცხადება მიუძღვნა წუხელ განვითარებულ მოვლენებს.
” მართლა ფურთხის ღირსები ვყოფილვართ! ” ეს კომენტარი იმდენად ასახავს ჩვენ დღევანდელ ყოფას (თუ უფრო სწორედ არ ყოფნას) რომ აღარ ჩათვალე საჭიროდ სხვა სიტყვებით დამეწერა ის რასაც სრულიად ვიზიარებ და რაც მშენივრად ნათქვამია … და რისთვის მადლობელი ვარ Giorgi Mskhiladze სი ….! “_მოკლედ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვფიქრობ არ გამომივა, გიგი უგულავა სრულად არის პასუხისმგებელი და მონაწილე ასევე გადაწყვეტილების მიმღები იმ დანაშაულებებზე რასაც ნაც მოძრაობა ჩადიოდა 9 წლის მანძილზე უგულავას და ბოკერიას მეტი პასუხი მოეთხოვება ჩემი აზრით ვიდრე იმ სადისტებს და უშუალო შემსრულებლებს, ვინც ამ დანაშაულობებს ჩადიოდა (ისინი ბუნებამ დაბადა ასეთებად და ადრე თუ გვიან პასუხს აგებენ ყველაფერზე რაც გააკეთეს) ესენი ამ ბოროტი მანქანის გენერატორები და იდეოლოგები იყვნენ სააკაშვილთან ერთად მაგრამ
1 იმ პროკურატურას რა ვუთხარი, რომელიც გიგი უგულავას ბრალს ვერ უმტკიცებს თითქმის წელიწადია.
2. იმ “თავისუფალ” სასამართლოს რომელსაც განაჩენი 9 თვეა 2 საქმეზე ვერ გამოაქვს,
3. საზოგადოებას რომელსაც ამ ყველაფერზე რეაქცია არ აქვს და გრიგოლიას რეაქციას მისტირის,
4. პოლიტიკოსებს რომლებსაც უგულავასგან განტევების ვაცი გამოყავთ და ჩაგრულის მანტიას არგებენ და ბოლოს.

 5. მთავრობას რომელმაც თავი გაიფარჩაკა და ესე დასაცინად გაიხადა საქმე და 3 წელია იძახის თქვენ ჩვენზე უარესები იყავითო, საქმე იქამდე მიიყვანეთ რომ საკონსტიტუციო სასამართლო საჯილდაო ქვად აქციეთ და კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდად და ამით სახელმწიფოს აყენებთ შეურაცხყოფას თუ ასეთი მცნება გაგვაჩნია საერთოდ (როგორც ქუთაისის კოლორიტი ბ-ნი გოგი წულაია იტყოდა ამ კონსტიტუციას ისე ჭრიან და კერავენ ვეღარ გავიგე კონსტიტუციაა თუ შარვალკოსტუმიო) ასე რომ ხელისუფლების საყურადღებოდ მოექეცით კანონის ჩარჩოებში . თუ არ გაქვთ თავი მაშინ გამოუშვით უგულავა და ახალაია და რასაც მიიღებთ ნახავთ და თუ გამოვლენ და ამას ხალხი გადაყლაპავს მართლა ფურთხის ღირსები ვყოფილვართ! “ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები