“იმ შეურაცხყოფას, სჯობდა მოვეკალი” – რას ჰყვება ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის მამაკაცი

ვარ­კე­თილ­ში, ტაქ­სის მძღო­ლის – 65 წლის მი­ხე­ილ კა­ჭა­რა­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 23 წლის გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძეს,  პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. თიუმცა ის ბრალს არ აღიარებს.
“თავს არ ვცნობ დამ­ნა­შა­ვედ… იმ მო­მენ­ტში რაც მჭირ­და, ვე­რა­ვინ მიხ­ვდე­ბით, დე­და­მი­წის ზურ­გზე ვე­რა­ვინ მიხ­ვდე­ბა. იმ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რაც მო­მა­ყე­ნა, სჯობ­და მო­ვე­კა­ლი და სი­ტყვა არ ეთ­ქვა… ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო, ვინც აქ მხე­დავს და ჩემ ცრემლს ხე­დავს” – ამბობს ბრალდებული.

გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძის ად­ვო­კა­ტის ავ­თან­დილ ტყე­ბუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღოლს შე­უ­თან­ხმდა, რომ გზავ­რო­ბის სა­ფა­სურსს, 15 ლარს გა­და­უხ­დი­და. ად­გილ­ზე მის­ვლის შემ­დეგ, გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძე ნა­თე­სავ­თან ავი­და ფუ­ლის გა­მო­სარ­თმე­ვად, ტაქ­სის მძღოლს კი სა­ბუ­თე­ბი და­უ­ტო­ვა. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, ნი­ჟა­რა­ძეს ნა­თე­სავ­მა 10 ლარი მის­ცა, რის გა­მოც ტაქ­სის მძღოლ­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ტაქ­სის მძღოლ­მა ბრალ­დე­ბულს დედა, შემ­დეგ კი გარ­დაც­ვლი­ლი ტყუ­პის­ცა­ლი შე­ა­გი­ნა, რის შემ­დე­გაც ტყე­ბუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მან თავ­დაც­ვის მიზ­ნით დანა ამო­ი­ღო.
ასევე ად­ვო­კატ­ის გა­ნა­ცხა­დებით,  გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძეს ტყუ­პის­ცა­ლი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

შემ­თხვე­ვა ვარ­კე­თილ­ში, 27 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები