‘იმ ქალბატონივით გავიფიქრე CV-ში ამას რომ ჩავწერ საკუთარ თავს ფეხზე წამოვუდგები მეთქი” – ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გახდა
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაშია და რუსების წინააღმდეგ იბრძვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გახდა. ამის შესახებ ოქრუაშვილი ინფორმაცია ფეისბუქის ირად გვერდზე დაწერა.
“ცხოვრებამ ბევრჯერ ამიყვანა მაღლა და შემდეგ დამანარცხა, მაგრამ ესეთი კარიერული ვარდნა არასდროს განმიცდია. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი ლეიტენანტი ვიყავი და უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გავხდი.
არადა ბილეთი რომ გადმომცეს იმ ქალბატონივით გავიფიქრე CV-ში ამას რომ ჩავწერ საკუთარ თავს ფეხზე წამოვუდგები მეთქი”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.