იმ პერიოდებში თამარი უყურებდა „სასოწარკვეთილ დიასახლისებს“-რა ეპიზოდს იხსენებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა
გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშივილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი სიკვდილამდე სერიალ „სასოწარკვეთილ დიასახლისებს“ უყურებდა, და ერთერთ ეპიზოდს იხსენებს.
„იმ პერიოდებში თამარი უყურებდა „სასოწარკვეთილ დიასახლისებს“. მეც მაქვს, რაღაც ეპიზოდები ნანახი და მახსოვს, ერთ ეპიზოდში ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მკვდარია ჰყვება იმას, თუ როგორ ხედავდა ამ სამყაროს. კიდევ კარგად უნდა ვნახო ეს ფილმი. ალბათ ამის ნახვით თავს იცავდა თამარი“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.