იმღერებს თუ არა სომეხი მომღერალი ქართულ “ყვავილების ქვეყანას” სომხურად ევროვიზიაზე (ვიდეო)

დღეს, ქართული საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „2016 წლის „ევროვიზიაზე“ სომხეთის წარმომადგენელი, მომღერალი სერობ არჯემანიანი საკუთარ ჰიტს – HAYASTAN-ს აგზავნის, რომლის მელოდიას თუ მოუსმენთ, მიხვდებით, რომ ის გადაკეთებული “ყვავილების ქვეყანაა”. სიმღერაზე – HAYASTAN სომეხმა მომღერალმა კლიპი 3 ივნისს გამოუშვა. კლიპში უხვად არის სომხური ეროვნული დროშები და მთაგორიანი პეიზაჟები.“
„კვირა“ ინფორმაციის დასაზუსტებლად საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ევროვიზიის“ პროდიუსერს ნათია უზნაძეს დაუკავშირდა: „მართალი არ არის, ჟურნალისტმა, ვინც დაწერა, ჯერ ხომ უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია. სომხეთიდან, საერთოდ, გოგო მონაწილეობს, რომლის სიმღერაზეც კონკურსია გამოცხადებული. საიდან გავრცელდა, არ ვიცი. ეს ბიჭი „ევროვიზიას“ საერთოდ არ უკავშირდება“, – განაცხადა უზნაძემ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები