“იმედია, ისევე იზრუნებენ ერთმანეთზე და ისევე ეყვარებათ ერთმანეთი, როგორც – ახლა” – რა ფოტოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე
დიზაინერი ანუკი არეშიძე “ინსტაგრამზე” აქვეყნებს ფოტოს, სადაც უფროს შვილთან, ლევანთან და პატარა ნიკოლასთან ერთად არის.
როგორც ანუკი აღნიშნავს, ლევანი მას ნიკოლას აღზრდაში ძალიან ეხმარება.
“იმედია, ისევე იზრუნებენ ერთმანეთზე და ისევე ეყვარებათ ერმანეთი, როგორც ახლა უყვართ. ლევანიკოს განსაკუთრებით უყვარს თავისი ნაბოლარა ძმა, ყოველთვის მეხმარება მის მოვლაში და უფლის მადლიერი ვარ, რომ ასეთი მზრუნველი ბიჭი მაჩუქა”, – წერს დიზაინერი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თერთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ანუკი არეშიძემ და კახა კალაძემ ჯვარი დაიწერეს.