მანამ სანამ მსახიობი ანი ბებია სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ გამოჩნდებოდა და შაგუს თავს მოაწონებდა, ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ფარულ რომანზე ალაპარაკდნენ თბილისში. ამის მიზეზი მათი ერთად გადაღებული ფოტო გახდა. თუმცა მაშინ ილომ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას სიყვარულის ამბავი უარყო და გვთხოვა, ამ თემაზე არაფერი დაგვეწერა.
როგორც ჩანს ილოსა და ანას შორის სიყვარულის თუ მოწონების ძაფები მართლაც გაიბა. ილო საკუთარ ფეისბუქგვერზე ანის ფოტოებს აზიარებს და წარწერებით ნამიოკებსაც გვეუბნება. „ჩემი ოცნების გოგო“. „ამ მსახიობს რა ქვია, მითხარით რაა, ძალიან ლამაზია“ – წერს ილო სოციალურ ქსელში და ანი ბებიას ფოტოებს დებს.
მაგას ჩვენ გვეკითხები? – პასუხობს ერთ-ერთი ფეისბუქმეგობარი მსახიობს.
წყარო: https://www.primetime.ge