ცნობილი ქართველი მსახობების – ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას წყვილი რამდენიმე თვის წინ პატარა ჯერის მშობლები გახდნენ.
ანი ბებია ორსულობის დროს აქტიურად მუშაობდა, ის „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი გახლდათ და, მოზრდილი მუცლის მიუხედავად, მუდმივად ზრუნავდა, მაყურებლისთვის განწყობა პირდაპირ ეთერში შეექმნა.
ტელევიზიის პარალელურად, ის სანდრო მრევლიშვილის თეატრის დასშიც იყო, მაგრამ დღეს აღარც თეატრში მუშაობს და აღარც ტელევიზიაში. რა გახდა ამის მიზეზი, ამის შესახებ „პრაიმამბებს“ ესაუბრა.
– ანი, რატომ დატოვეთ თეატრი?
– უბრალოდ, არ ემთხვეოდა ჩემი და ჩემი სამხატვრო ხელმძღვანლის აზრები ერთმანეთს. ახლა ვერ დავკონკრეტდები, მაგრამ თეატრიდან წამოსვლის მიზეზი სწორედ ეს აზრთა სხვადასხვაობა გახლდათ. ამ თეატრში 5 წელი ვმუშაობდი.
– „მთავარი არხის“ დატოვების მიზეზი რა გახდა?
– რასაც ვაკეთებდი ტელევიზიაში, იმ საქმეში ჩემი თავი ამოვწურე და „მთავარი არხიდანაც“ წამოვედი.
– რა გეგმები გაქვთ?
– ახლა არანაირი გეგმები არ მაქვს.
წყარო: primeambebi.ge