„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია ფეისბუქში დედის ლოცვის მნიშვნელობაზე წერს და დედებს მოუწოდებს ყოველ დღე დალოცონ თავიანთი შვილები.
”რამდენიმე დღის წინ გამოცდაზე წავიდა ჩემი შვილი. გახარებული დაბრუნდა. ზუსტად ის საკითხი შემხვდა, რაზეც ვოცნებობდიო.
მე ვუთხარი, როცა წახვედი ლოცვა წაგიკითხე და ვიცოდი,
გახარებული დაბრუნდებოდი-მეთქი. ისე, კარგი იქნება თუ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე იოცნებებ, წვრილმანებზე არ ღირს” ოცნების” მოცდენა- შეწუხება -მეთქი.
გუშინაც წავიდა საქმეზე. კარში მკითხა, დედა, ხომ წამიკითხავ დედის ლოცვას, დაკვირვებული ვარ, როცა მლოცავ ყველაფერი გამომდისო.
დღესაც ჰქონდა რაღაც მნიშვნელოვანი. გზაში სიტყვა დავადევნე:
– არ ინერვიულო, გქონდეს ჩემი იმედი, ყოველთვის ვილოცებ შენთვის და ყველაფერი კარგად გექნება, მთავარია, გჯეროდეს, რწმენამ არასოდეს მიგატოვოს-მეთქი.
ცარიელი ადამიანი მყარად ვერ იდგება მიწაზე, მას ყოველთვის გაიტაცებს ქარივით უმიზნობა, სისუსტე, სიზარმაცე, წარუმატებლობა…
მხოლოდ გრძნობებით, რწმენით სავსე, მიზანსწრაფული ადამიანებისაა მომავალი.
ილოცეთ, დედებო, შვილებისთვის. არ გაუშვათ სახლიდან დაულოცავი. სანამ კიდევ ცოცხლები ვართ, დავეხმაროთ ჩეენს პატარებს გზა გაიკვლიონ ამ სასტიკ, ხშირად დაუნდობელ სამყაროში. თორემ ოდესღაც უდედობაც ეყოფათ და აბა, ვინ ილოცებს მათზე ჩვენსავით. ჩვენი ლოცვა ხომ ღთისმშობელთან წილნაყარია. ჩვენი ლოცვა ხომ ძალიან ძლიერი და მადლიანია. წერს ბელა ალანია
სხვა სიახლეები