ამერიკელმა ბიზნესმენმა, Space-X–ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ბათუმში მდებარე “ალი და ნინოს” ქანდაკების ვიდეო მოიწონა.
სოციალურ ქსელ „ტვიტერში” რვაწამიანი რგოლი ერთ-ერთმა გვერდმა განათავსა. ამის შემდეგ ვიდეომ უკვე ამერიკელი მილიარდერის ყურადღება მიიქცია.
ილონ მასკს „ტვიტერში” 30 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.