ილონ მასკი: SpaceX მთვარეზე და მარსზე ქალაქებს ააშენებს

SpaceX უახლოეს ათწლეულებში მთვარეზე და მარსზე თვითკმარი ქალაქების მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

მისი თქმით, კომპანიის გუნდები უკვე მეტწილად მთვარის მიმართულებით მუშაობენ და შედეგების მიღწევა 10 წელზე ნაკლებ დროში შესაძლებელია.

„SpaceX ასევე ეცდება მარსზე ქალაქის აშენებას და ამ პროცესის დაწყებას დაახლოებით ხუთიდან შვიდ წლამდე პერიოდში,“ — დაწერა მასკმა.

მასკის განმარტებით, მარსზე ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ დროის მონაკვეთებში, როცა პლანეტები ერთმანეთის მიმართ ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდება — ყოველ 26 თვეში ერთხელ. მგზავრობა კი დაახლოებით ექვს თვეს გასტანს.

რაც შეეხება მთვარეს, მისი თქმით, იქ რაკეტების გაშვება ყოველ 10 დღეში ერთხელ არის შესაძლებელი, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით ორი დღეა. მასკი ამ განსხვავებას ასახელებს მთავარ მიზეზად, რის გამოც მთვარეზე ქალაქის მშენებლობა უფრო სწრაფად უნდა წარიმართოს, ვიდრე მარსზე.

მისივე შეფასებით, მარსზე სრულფასოვანი ქალაქის შექმნას 20 წელზე მეტი დასჭირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები