Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მან ხუთშაბათს კორონავირუსზე ოთხი ტესტი ჩაიტარა – ორმა დადებითი შედეგი აჩვენა, ხოლო ორი უარყოფითი იყო. მან აღნიშნული ინფორმაცია „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„რაღაც ძალიან ყალბდება. დღეს ოთხჯერ ჩავიტარე ტესტირება covid- ზე. ორი ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა, ორი კი – დადებითი. ყველაფერი იგივე იყო – ერთსა და იმავე ლაბორატორიაში, იგივე ტესტი, იგივე ექთანი“, – დაწერა მასკმა, რომელმაც ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარა.
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ იგი ასევე იკეთებდა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტებს ცალკეული ლაბორატორიებიდან, რომელთა შედეგები, დაახლოებით, 24 საათში მიიღებს.
“ტვიტერ”-ის მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე სიმპტომი, მასკმა თქვა, რომ მას ჰქონდა „ტიპური გაციების” სიმპტომები. „აქამდე არაფერია უჩვეულო”, – დასძინა მასკმა.