„იკეას“ კომოდმა 8 ბავშვი იმსხვერპლა – შვედური კომპანია გარდაცვლილი 2 წლის ბიჭის ოჯახს 46 მილიონ დოლარს გადაუხდის

შვედური ავეჯის მწარმოებელი კომპანია „იკეა“ გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის მშობლებს 46 მილიონ ამერიკულ დოლარს კომპენსაციის სახით გადაუხდის.

შემთხვევა 2016 წელს კალიფორნიაში მოხდა, ბავშვს „იკეას“ 32 კილოგრამიანი კომოდი დაეცა და ის ადგილზე გარდაიცვალა. მშობლებმა სასამართლო დავა 2017 წელს დაიწყეს და ამტკიცებდნენ, რომ კომპანია იცოდა კომოდების წუნიანობის შესახებ და გასაყიდად მაინც ჩაუშვა.

„იკეას“ ცნობით, მხოლოდ 2016 წელს აშშ-ში აღნიშნული სერიის 17 მილიონი კომოდი გაიყიდა და 186 შემთხვევაში კომოდი წაიქცა. 91 შემთხვევაში დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. რვა შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები