ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიცია განიხილა, რომლის მთავარი მოთხოვნა, სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრაა.
აღნიშნულმა საკითხმა სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ინტერნეტ მომხმარებელს დამატებითი კითხვები გაუჩინა, რომლის ჩამონათვალსაც “კვირა+” გთავაზობთ:
“და კაცის კაცზე მიშტერებით ყურება და შესტვენა, ჯერ ძალაშია, ხო?!”
“დეკოლტე ითვლება თუ არა ქალის მხრიდან სექსუალურ ძალადობად?”
“ეგ კი არა, იმაზე ვდარდობ ვთქვათ მოვახერხე და ავუხსენი საკანში ქურდებს რო თვალი გამექცა და მიშტერებაზე ვზივარ, მაგრამ ის გოგო რო ამათი ახლობელი აღმოჩნდეს მერე ვინ მიშველის მე?”
“პარლამენტში წარდგენილი პეტიციის თანახმად, სექსუალური შევიწროება მათ შორის მოიცავს: უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას”
P.S. უხამსადაც ვხუმრობ და თვალიც შეიძლება გამიშტერდეს და “უნდა გამსროკონ” ბიჭო ამაზე?”
“რა გამოდის, ახალი კანონმდებლობით, თუ თვალი გამიშტერდა სექსუალური მოძალადე ვარ? მაინტერესებს რა ტიპის კომენტარები და სმაილები განიხილება სექსუალურ ძალადობად? ქალს “ტანო ტატანო“ რომ წავუკითხო, უნდა დამხვრიტოთ ბლინ ?!!”
“დეკოლტე ითვლება თუ არა ქალის მხრიდან სექსუალურ ძალადობად?
გენიტალიების უნებართვოდ, ფაქტობრივად, ძალისძალად ჩვენების მუხლით გადის, ჩემი აზრით”
“ქართველის გარდა სხვა ვერავინ ჩაჯდება დასტვენა/მიშტერებაზე – რასსა არ ეყოფა”
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიცია განიხილა, რომლის მთავარი მოთხოვნა, სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრაა.
პეტიცია, რომელსაც ათასი მოქალაქე აწერს ხელს, პარლამენტში “ქალთა მოძრაობამ” 24 ოქტომბერს შეიტანა.
“საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება. ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას”, – ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში.
სხვა სიახლეები