ივლიტა ჯიბუტის მამას ლექსი მიუძღვნეს- „ იქნებ დაბრუნდე საყვარელო, იქნებ დაბრუნდე“

მამა გიორგი ჯიბუტის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალური ქსელის მომხმარებელმა ქეთი ალასანიამ ლექსი მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ თბილისში, „მზიურის“ პარკში მაშველებმა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაკარგულ ივლიტა ჯიბუტის ცხედარი აღმოაჩინეს. ივლიტა ჯიბუტი მამა გიორგი ჯიბუტის შვილია.
იქნებ დაბრუნდე საყვარელო,
იქნებ დაბრუნდე,
მამის ჩურჩული ჰაერს აკრთობს უფლის ხატებთან,
ჭაღარა წვერებს ენამება,
მდუღარე ცრემლი და ტკივილს იყოფს,
უკვე ჩამწვარ, თაფლის სანთელთან,
უფლის მორჩილი წმინდა ხატებს მკერდში იხუტებს, ტანჯვადქცეული მოლოდინი კრთება თვალებთან,
თავის თავს ჩუმად ეკითხება, იმედით სავსე, იქნებ მოვიდა?
იქნებ აქ დგას ან მემალება?
სანთელი იწვის, ლოცვადქმნილი,
ისმის ვედრება,
ღია კართან კი გადაღლილი მზერა გაჩერდა,
ხომ შეიძლება, რომ დაბრუნდეს და ჩავიხუტო,
იმედით სავსე, კვლავ ლოცულობს წმინდა ხატებთან,
ღვთის მადლით სავსე, უფლის ნათელს,
ატარებს გულით და ისევ უხმობს თავის პირმშოს ღია კარებთან,
იქნებ სადმეა, ცოცხალია,
იქნებ დაბრუნდეს, ბუტბუტებს ცრემლი,
დაგროვილი, მოძღვრის თვალებთან…

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის სტიქიის დროს ივლიტა ჯიბუტი მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან ერთად, ვერეს ხეობაში, სახლში იმყოფებოდა. ივლიტას მეგობარი გუშინ გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მისი მეუღლის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს. დაკარგული ივლიტას ძებნა კი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები