ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი – რას წერს ასტროლოგი

ასტროლოგ  ხათუნა ნოელის თქმით  ვე­ნე­რა 28 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით  კირჩხი­ბის ნი­შან­ში იმოძ­რა­ვებს, მოგეხსენებათ ვენერა სიყვარულის პლანეტაა.
რა ელით და როგორ განვითარდება სასიყვარულო ურთიერთობები ივლისი თვეში ზოდიაქოს  ნიშნების მიხედვით:

“დღე­ი­დან, 28 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით ვე­ნე­რა კირჩხი­ბის ნი­შან­ში იმოძ­რა­ვებს. ამ ტრან­ზი­ტის დროს ადა­მი­ა­ნებს სიყ­ვა­რუ­ლის, ოჯა­ხის შექ­მნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა უჩ­ნდე­ბათ. ჩვენ­ში სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რო­ბა მა­ტუ­ლობს. და ან მე­ტად გახ­სნი­ლე­ბი ვხდე­ბით, ვცდი­ლობთ გრძნო­ბე­ბი გა­მო­ვამ­ჟღავ­ნოთ, ვუ­თხრათ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექტს მის მი­მართ ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ან უფრო ვი­კე­ტე­ბით სა­კუ­თარ თავ­ში, რათა გა­ვერ­კვეთ ამ გრძნო­ბებ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში, შემ­თხვე­ვი­თი ნაც­ნო­ბო­ბაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია უფრო მეტ­ში გა­და­ი­ზარ­დოს, მთა­ვა­რია, გულ­მა “რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო” იგ­რძნოს. ხში­რად ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში წარ­მო­სახ­ვა მომ­დევ­ნო სცე­ნარს გვი­ხა­ტავს, მენ­დელ­სო­ნის მარ­შით და თეთ­რი კა­ბით… მაგ­რამ ფრთხი­ლად – ყვე­ლა წარ­მო­სახ­ვა რო­დია რე­ა­ლუ­რი… ზოგ­ჯერ მო­წო­ნე­ბის ობი­ექტს უბ­რა­ლოდ მი­ვა­წერთ იმ თვი­სე­ბებს, რაც ჩვენ გვინ­და, რომ მათ­ში და­ვი­ნა­ხოთ. მაგ­რამ ვე­ნე­რას ლომ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ შე­საძ­ლოა მა­ლე­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, რომ ვცდე­ბო­დით. ეს, ცხა­დია, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა პლა­ნე­ტებს მო­ი­ცავს თქვენს პი­რად რუ­კა­ში კირჩხი­ბი და რამ­დე­ნად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ვე­ნე­რა. მაგ­რამ თუკი კირჩხიბ­ში მძი­მე პლა­ნე­ტე­ბი არა გყავთ და თქვე­ნი ვე­ნე­რაც “ჯან­მრთე­ლია”, თქვენს სიყ­ვა­რულს არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა.

ძალ­ზე კარ­გი პე­რი­ო­დია ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან ან უბ­რა­ლოდ ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბის­თვის, გულ­თბი­ლი და გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბი­სათ­ვის. ნიშ­ნო­ბე­ბი, ქორ­წი­ლე­ბი – არ გა­და­დოთ შე­მოდ­გო­მი­კენ! გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს ხელ­საყ­რე­ლი ტრან­ზი­ტი.
ვე­ნე­რას უარ­ყო­ფი­თი ას­პექ­ტე­ბი დრო­ე­ბით კაპ­რი­ზუ­ლო­ბას და ბუ­ტი­ა­ო­ბი­სა­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბას აღ­ვი­ძებს ჩვენ­ში. შე­საძ­ლოა მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, რომ უყუ­რა­დღე­ბოდ გვექ­ცე­ვი­ან, რომ ჩვენ მეტს ვიმ­სა­ხუ­რებთ. მაგ­რამ გული არ და­ი­წყვი­ტოთ, ვე­ნე­რა სწრა­ფად მოძ­რა­ობს და რო­გორც კი ას­პექ­ტი ამო­წუ­რავს თავს, კვლავ კარ­გი გან­წყო­ბა დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. ასე­ვე უნდა უსა­თო­უდ აღი­ნიშ­ნოს რომ კარ­გი პე­რი­ო­დია ოჯა­ხი­სათ­ვის შე­ნა­ძე­ნე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად, აგ­რეთ­ვე ახა­ლი ბი­ნის შე­სა­ძე­ნად. გი­სურ­ვებთ ყვე­ლა­ფერ ლა­მაზს და სა­უ­კე­თე­სოს, ისე­თი­ვე მშვე­ნი­ერს, რო­გორც ვე­ნე­რა”. -წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები