ცნობილმა რუსმა მსახიობმა ივან ურგანტმა საკუთარ ცოლზე ჯვარი დაიწერა. საქმე ისაა, რომ ურგანტი და მისი მეორე ნახევარი ნატალია კიკნაძე 2007 წლიდან ერთად არიან, თუმცა ურთიერთობების დაკანონება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს. მათი ჯვრისწერის ცერემონია სანქტ-პეტერბურგის ნიკოლსკის ტაძარში გაიმართა და მას მხოლოდ ახლობლები ესწრებოდნენ.