იდეალური ასაკი ქალისთვის ჯანმრთელი ბავშვის გასაჩენად

მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ როგორ მოქმედებს მშობლების ასაკი მათი შვილების ჯანმრთელობაზე. შედეგად გაირკვა, რომ ასაკოვანი მშობლების შვილები იშვიათად ავადდებიან ჰიპერტონიით, სიმსუქნით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

კვლევა ახალ ზელანდიაში ჩატარდა, მეცნიერებმა გაანალიზეს 70 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ბავშვობის ასაკში და 40 წლის შემდეგ. ეს კვლევა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, რადგან იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც პირველ შვილს 30 წლის შემდეგ აჩენს, საგრძნობლად გაიზარდა.

ახლა მეცნიერების წინაშე დგას ამოცანა: გაარკვიონ თუ რატომ აქვთ ასაკოვანი მშობლების შვილებს უკეთესი მეტაბოლიზმი და სიმსუქნის ნაკლები რისკი. ან ეს გენეტიკურადაა განსაზღვრული, ან უფროსი ასაკის მშობლები უფრო დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან თავიანთი შვილების ჯანსაღი პროდუქტებით კვებას.

კომენტარები

სხვა სიახლეები