რატომ არ მოგსვლიათ თავში აზრად, ჟრნალისტრი გამოძიება გეწარმოებინათ წინა ხელისუფლების პირობებში მომხდარ რომელიმე დანაშაულზე? სისხლის გუბეში იწვა ქალაქის ცენტრში გურამ შარაძე. არაფრით დაინტერესებულხართ, საკმარისად ჩათვალეთ ის ვერსია, რომელიც შემოგთავაზეს. სხვა ვერსია არ იყო და ვერც იქნებოდა!
კარგი დედის შვილები იყავით და კორპორატიულ საღამოზე, საქართველოს ჰიმნის ფონზე, ფეხზე არ წამომხტარიყავით და პრეზიდენტის სადღეგრძელო არ შეგესვათ, თქვენ კი არა, თქვენი ოჯახის არც ერთ წევრს არ ექნებოდა სამსახური.
ჟურნალისტურ გამოძიებას რაც შეეხება, ეს რომ გაგებედათ, თქვენს ცხედარს უფრო ადრე იპოვიდნენ, ვიდრე იმისას, ვის საქმესაც იძიებდით.
ახლა თავისუფლება გაქვთ და ეს კარგია. მაგრამ მოდით, ეს თავისუფლება რეალური სიმართლისთვის გამოიყენეთ.
იბრძოლეთ, მაგრამ არა ბინძურად!”, – წერს თამარ უჯმაჯურიძე.