ია სუხიტაშვილი გამორჩეული როლისათვის The Film Stage-მა 2025 წლის საუკეთესო მსახიობებს შორის დაასახელა

ია სუხიტაშვილს, ფილმ „აპრილში“ (რეჟისორი – დეა კულუმბეგაშვილი) შესრულებული გამორჩეული როლისათვის, საერთაშორისო გამოცემა The Film Stage-ის მიერ შედგენილ რეიტინგში – 2025 წლის მსახიობთა საუკეთესო შემსრულებლებში მოხვდა.

The Film Stage ავტორიტეტული საერთაშორისო კინოგამოცემაა, რომელიც წლებია საავტორო კინოსა და საფესტივალო ფილმებს, ასევე მსახიობთა შესრულებებს კრიტიკულ ანალიზს უძღვნის. გამოცემა განსაკუთრებული სანდოობით სარგებლობს კინოკრიტიკოსებსა და კინომოყვარულებს შორის და ყოველწლიურად აჯამებს იმ მსახიობთა ნამუშევრებს, რომლებმაც წლის განმავლობაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შინაარსობრივად ძლიერი როლები შექმნეს.

2025 წლის რეიტინგში, სახელწოდებით „წლის საუკეთესო შესრულებები“, The Film Stage-მა ყურადღება გაამახვილა იმ მსახიობებზე, რომელთა როლებმა მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც პროფესიულ წრეებზე, ისე მაყურებელზე. ამ კონტექსტში ია სუხიტაშვილის შესრულება ფილმში – „აპრილი“ ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად არის შეფასებული.

ფილმი „აპრილი“ უკვე არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ყურადღების ცენტრში მოექცა.

კომენტარები

სხვა სიახლეები