რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუსიკოს ტარიელ სუარისშემოქმედებითი საღამო გაიმართა. ქართველმა გიტარისტმა მსმენელს გია ყანჩელის მუსიკა ახლებური ინტერპრეტაციით შესთავაზა.
საღამოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა – გიული ალასანიაცდაესწრო, რომელიც კონცერტის ბოლოს აღნიშნავდა: ”ტარიელ სუარის შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარ, ბრწყინვალე მუსიკოსია, პირველად ვარ მის კონცერტზე. საუკეთესოს ველოდი და იყო კიდეც საუკეთესო საღამო, არაჩვეულებრივი მოსასმენია ყანჩელის მუსიკაზე გიტარაზე”.
თუმცა თავად ტარიელი კონცერტით კმაყოფილი არაა. მუსიკოსი ”ფეისბუქზე” შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.
”კარგია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ვირტუოზს გეძახიან. ნუ რა თქმა უნდა გენიოსი უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ზოგიერთ ცნობად სახეს ისეთ რამეს ეძახიან… ვირტუოზი სავსებით მისაღებია ჩემთვის. რა თავმდაბალი პოსტი გამომივიდა.
ხუმრობის გარეშე კი ყველას უღრმესი მადლობა კონცერტზე მობრძანებისათვის. ასეთი გამორჩეული მსმენელი გერმანიაშიც კი არ მახსოვს. მართალია, დაგხუთეთ, მაგრამ გპირდებით, რომ აღარასოდეს, აღარასოდეს დავუკრავ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა კომფორტული სიტუაციის შესაქმნელად (რის გამოც 1000 მადლობა ბატონ კეკელიძეს, ქალბატონ გულიკოს და ასე შემდეგ) თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დარბაზი არ არის კლასიკური გიტარისათვის,” – წერს მსახიობ ია ფარულავას მეუღლე.
წყარო: http://www.reitingi.ge